„შტურმმა“ „ვოლფსბერგერთან“ ფრედ ითამაშა და ავსტრიის ბუნდესლიგაში ლიდერობა დაკარგა #1TVSPORT
„შტურმმა“ „ვოლფსბერგერთან“ ფრედ ითამაშა და ავსტრიის ბუნდესლიგაში ლიდერობა დაკარგა #1TVSPORT

ავსტრიის ბუნდესლიგაში სანდრო ალთუნაშვილისვოლფსბერგერმა“ ოთარ კიტეიშვილის „შტურმს“ უმასპინძლა – შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

კიტეიშვილი გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 7.1 ქულა მიიღო, ხოლო ალთუნაშვილი მწვრთნელმა სათადარიგოთა შორის დატოვა.

ანგარიში მასპინძლებმა სწრაფად გახსნეს – მე-3 წუთზე გრაცელებს გოლი მარკუს პინკმა გაუტანა. „შტურმმა“ წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინა – გოლი სლოვენიელმა ნახევარმცველმა, ტომი ჰორვატმა გაიტანა.

ამ შედეგმა „შტურმის“ საჩემპიონო მიზნებზე ცუდად იმოქმედა და 23 ტურის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში მე-2 ადგილზე დაქვეითდა – ვენის „აუსტრიამ“ მოიგო და გრაცელებს ორი ქულით გადაასწრო.