„შტურმმა“ იაპონური გუნდი დაამარცხა – კიტეიშვილმა ზედიზედ მესამედ არ ითამაშა #1TVSPORT
გრაცის „შტურმმა“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გთამაშებისთვის ემზადება, შეკრებაზე იაპონურ კლუბთან, „სანფრეჩე ჰიროსიმასთან“ ტესტმატჩი გამართა და 5:1 დაამარცხა.
გრაცელების შემადგენლობაში მხოლოდ გიზი მამაგეიშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 63-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. „სანფრეჩე ჰიროსიმასთან“ სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც შეკრებაზე ჩატარებული ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი ჩაატარა – „მურასთან“ (5:0). „ჩერკასთან“ (2:6), „კოშიცესთან“ (2:2) და ახლა იაპონელებთან კი დაისვენა.
რამდენად სერიოზულია კიტეიშვილის ტრავმა, უცნობია. შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველი ზედიზედ მესამედ ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.