„შტურმმა“ ავსტრიის ჩემპიონის ტიტული დაკარგა - მამაგეიშვილმა ავსტრიაში სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში ბოლო, 32-ე ტურის შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ვენის „რაპიდთან“ 2:0 გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონობა მაინც ვერ მოიპოვა.

ქართველებიდან გრაცელების ძირითად შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა, გიზი მამაგეიშვილი კი მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა და 88-ე წუთზე ანგარიში გახსნა – ეს მისთვის გრაცელთა ფორმით პირველი გოლი იყო.

„შტურმს“ 22-ე წუთიდან რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, რადგან „რაპიდის“ თავდამსხმელი იუსუფ დემირი გააძევეს.

პარალელურად, გათამაშების ლიდერმა ლასკ-მა გასვლაზე ვენაში „აუსტრია“ 3:0 დაამარცხა და 1961 წლის შემდეგ პირველად გახდა ავსტრიის ჩემპიონი, „შტურმი“ კი მეორე ადგილს დასჯერდა.

რადგან ავსტრიიდან ჩემპიონთა ლიგაზე ორი გუნდი ითამაშებს, კიტეიშვილი-მამაგეიშვილის გუნდი ახალ სეზონს კვლავ მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს.