„შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი მოხვდა, ხორხელმა სლოვაკეთში კაშიას გუნდს გაუტანა #1TVSPORT
„შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში ორი ქართველი მოხვდა, ხორხელმა სლოვაკეთში კაშიას გუნდს გაუტანა #1TVSPORT

გრაცის „შტურმი“ საშინაო არენაზე ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის აუტსაიდერს, „ჰარტბერგს“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – 0:0.

გრაცელების ძირითად შემადგენლობაში ორმა ქართველმა ითამაშა – ოთარ კიტეიშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მამაგეიშვილი კი მე-60 წუთზე შეცვალეს.

26 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმმა“ 27 ქულით ლიდერობა მაინც შეინარჩუნა და მეორეადგილოსან ლაკ-ს 2 ქულით ასწრებს.

სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავისსლოვანიტრნავას „სპარტაკს“ დაუზავდა – 2:2.

გურამ კაშია მასპინძელთა სათადარიგოებში დარჩა, ისევე როგორც სტუმრებში – გიორგი მოისწრაფიშვილი. ხოლო ლუკა ხორხელი მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა, „სპარტაკი“ 2:1 დააწინაურა და სეზონში მესამე გოლი გაიტანა.

სლოვანმა“ ანგარიში მაინც გაათანაბრა, ქულა მოიპოვა და 27 ტურის შემდეგ სლოვაკეთის ჩემპიონატს 56 ქულით ლიდერობს, „სპარტაკი“ (44 ქულა) კი მეოთხე ადგილზეა.