შტორმმა და ენგურის ადიდებამ ანაკლიაში პრობლემები შექმნა
შტორმმა და ენგურის ადიდებამ ანაკლიაში პრობლემები შექმნა

ანაკლიაში, ზღვის შესართავთან მდინარე ენგურმა ნაპირსამაგრი გაანგრია. დაიტბორა პლაჟი. ადგილობრივების თქმით, უკვე მეორე წელია, ეს პრობლემა აწუხებთ და საკითხის მოგვარებას ითხოვენ.

ანაკლიაში მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა, რომელიც გვიან ღამემდე მუშაობდა. სამუშაოები დილიდან განახლდა.

არსებულ ვითარებას ადგილზე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნენ.