შტორმი ზღვაზე და წითელი ალმები სანაპირო ზოლზე - ზურაბ ქურციკიძის ფოტოამბავი
შტორმი ზღვაზე და წითელი ალმები სანაპირო ზოლზე - ზურაბ ქურციკიძის ფოტოამბავი

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. ცურვა მაშინ იქნება დასაშვები, როცა თეთრი ალმები გამოიფინება.

შავი ზღვისპირეთის მცხოვრებნი თუ სტუმრები გამოდარებას ელოდებიან და სანაპიროზე სეირნობენ.