შსს – ​ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული

08:15, 15.06.2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის ბრალდებით  ერთი პირი დააკავა.

როგორც პირველ არხს შსს-​ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-​ის 108-​ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობა გვიან ღამით მოხდა.

მსგავსი