შსს ზუგდიდში ორი მძევლის გათავისუფლების ვიდეოს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ოფისიდან ორი მძევლის გათავისუფლების ვიდეოს ავრცელებს.

სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი კიდევ ორი პირი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

შეიარაღებულ პირს ბოლოს 19 მძევალი ჰყავდა. მანამდე, სამართალდამცველების დახმარებით, ბანკის ფილიალი მძევლების კიდევ ერთმა ნაწილმა დატოვა.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.