შსს ზაზა სარალიძის დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
შსს ზაზა სარალიძის დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძის დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია, ასევე ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.