შსს ვაკის პარკთან აქციაზე დაკავებულთა შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შსს ვაკის პარკთან აქციაზე დაკავებულთა შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1983 წელს დაბადებული და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავეს, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

მათვე ინფორმაციით, პოლიციამ ერთი პირი – 1969 წელს დაბადებული თ. ფ. საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით, გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში.