შსს თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შსს თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულია ერთი მოქალაქე, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბინაში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე მობილიზებულია 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი