შსს - თელავში დაკავებული გიორგი ქიტოშვილი პოლიციას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავში, მოქალაქის დაკავების თაობაზე გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმაურება.
როგორც ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თემურ კუპატაძემ განუცხადა, პოლიციამ თელავში, მოქალაქე გიორგი ქიტოშვილის დაკავებისას, პროპორციული ძალა გამოიყენა და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა.
„მოქალაქე გიორგი ქიტოშვილი იყო მგზავრი. სამართალდამრღვევ მძღოლს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა საპატრულო პოლიციასთან, მგზავრი გადმოვიდა და პატრულ-ინსპექტორებს ხელს უშლიდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. ის არ ემორჩილებოდა პატრულ-ინსპექტორის კანონიერ მოთხოვნებს. ამის შემდეგ, ის დააკავეს“- განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
მისი თქმით, გავრცელებული კადრებიც ნახა და დამატებით, სხვა ვიდეომასალაც, რომელიც მოწმობს, რომ პატრულმა პროპორციული ძალა გამოიყენა.
25 წლის გიორგი ქიტოშვილი პოლიციამ გუშინ ღამით დააკავა. დაკავებული პატრულს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს. ქიტოშვილის მეგობრებმა ამის დაკავების კადრებიც გაავრცელეს.