შსს - მიმდინარე წლის თებერვალში შენგენის ზონაში საქართველოს 211 მოქალაქე არ შეუშვეს
შსს - მიმდინარე წლის თებერვალში შენგენის ზონაში საქართველოს 211 მოქალაქე არ შეუშვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის ახალ სტატისტიკას აქვეყნებს.

უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე მეტი, 5112 ადამიანი გერმანიაში გაემგზავრა. პოლონეთს 3198 მოქალაქე ესტუმრა, საბერძნეთს – 2994, იტალიას – 2594.

რაც შეეხება შენგენის ზონაში არ შეშვების ფაქტებს, ამ მონაცემებში საფრანგეთი ლიდერობს (37 მოქალაქე). სხვა ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: იტალია – 34 უარი, კვიპროსი – 33, პოლონეთი – 30, ესპანეთი – 25, გერმანია – 20, ავსტრია – 20, უნგრეთი – 11, საბერძნეთი – 7, ლატვია – 6, ჩეხეთი – 4, ლიეტუვა – 2, ნიდერლანდები – 1, ბულგარეთი – 1.

მთლიანობაში შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს 211 მოქალაქე არ შეუშვეს.