შსს – თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან სპეცრაზმისა და საბრძოლო ტექნიკის გამოჩენა სასწავლო წვრთნას უკავშირდება

14:54, 02.03.2019

თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გარე პერიმეტრზე სპეცრაზმისა და საბრძოლო ტექნიკის გამოჩენა სასწავლო წვრთნებს უკავშირდება. ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სასწავლო წვრთნის გამო, აშშ-ის საელჩოს გარე პერიმეტრზე გზის გარკვეული მონაკვეთები დროებით გადაკეტილი იყო.

მსგავსი