შსს - „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირია დაკავებული
შსს - „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირია დაკავებული

„თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირია დაკავებული, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი. ისმოდა სროლის ხმა. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე მამაკაცი დააკავეს, რომელმაც დაკავებამდე რამდენიმე გასროლა განახორციელა.