შსს-ის თანამშრომლებმა ზვავში მოყოლილი ტურისტი გადაარჩინეს
შსს-ის თანამშრომლებმა ზვავში მოყოლილი ტურისტი გადაარჩინეს

სამთო მაშველებმა და მოთხილამურე პატრულებმა ზვავში მოყოლილი ტურისტი გადაარჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი სამედიცინო დათვალიერებით, მას ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებოდა. დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, რის შემდეგაც იგი მესტიაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ის ცნობით, სვანეთში, კურორტი „თეთნულდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა. პირველადი ინფორმაციით, კურორტ „თეთნულდზე“ მყოფი, ექსტრემალური სპორტის მოყვარული 4 ტურისტი გაუკვალავ თოვლში დაეშვა, რამაც ზვავი გამოიწვია. სამმა მათგანმა უსაფრთხო ადგილზე გასვლა მოახერხა, ხოლო მეოთხე ტურისტი თოვლში ჩარჩა.

ამ დროისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამთო მაშველები, მოთხილამურე პატრულები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები, პრევენციის მიზნით, შემთხვევის ადგილს დეტალურად
ათვალიერებენ.