შსს - სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას, გამოძიება დაიწყო
შსს - სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას, გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის პირველ მარტს, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1989 წელს დაბადებულმა ს.ჯ-მ, სოციალურ ქსელში მოქალაქეებს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე მთავრობის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ინფრასტრუქტურის დაზიანებისკენ საჯაროდ მოუწოდა.

„ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით დაიწყო, გამოძიების ფარგლებში დადგინდა მოწოდების ავტორის ვინაობა და ის გამოკითხვის მიზნით პოლიციის შესაბამის დანაყოფში არის დაბარებული.შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.