შსს-ში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს
შსს-ში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და განათლების მინისტრების მოადგილე ლია გიგაური მონაწილეობენ. შეხვედრას ასევე ესწრებიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სანდრო ბარამიძე და მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე.

უწყებათაშორისი ჯგუფი, პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, შსს მინისტრ გიორგი გახარიასა და განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით შეიქმნა.

სამუშაო ჯგუფის მიზანია, გაძლიერდეს მანდატურის როლი, უსაფრთხოება სკოლებში, შემუშავდეს დანაშაულის პრევენციის გეგმა, გააქტიურდეს კამპანია საზოგადოებრივი წესრიგისა და სასკოლო დისციპლინის დაცვის მიმართულებით.