შსს-ში ახლად შექმნილ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში ვაკანსიებზე 100-ზე მეტი განაცხადია შესული
შსს-ში ახლად შექმნილ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში ვაკანსიებზე 100-ზე მეტი განაცხადია შესული

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად შექმნილ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში არსებულ ვაკანსიებზე 100-ზე მეტი განაცხადია შესული. როგორც პირველ არხს სამინისტროში განუცხადეს, აქტივობა მაღალია, ხოლო ახალ დეპარტამენტში დასაქმების მსურველთა განაცხადების მიღება ხვალ სრულდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა. ახალი დანაყოფი ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმის წარმოების მონიტორინგს განახორციელებს. დეპარტამენტი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შემუშავებასა და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა დეპარტამენტში სულ 12 ადამიანი დასაქმდება, მათ შორის – დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც უწყების თანამშრომლებს, ასევე მოქალაქეებს.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ფუნქციონირებას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს.