შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტმანეტი შეიქმნა

12:48, 19.01.2018

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა.

ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი.

შესაბამისი ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის 337-ე დადგენილებაში შევიდა.

მთავრობის დადგენილების თანახმად, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:  კომპეტენციის ფარგლებში, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ ან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია.

განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

მსგავსი