შსს-ში აცხადებენ, რომ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაცია შესაბამის სამსახურშია გადაგზავნილი
შსს-ს ინფორმაციით, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაცია შესაბამის სამსახურშია გადაგზავნილი.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს. პირდაპირ ეთერში გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი ადამიანი მიუახლოვდა და ოპერატორისთვის კამერის წართმევას ცდილობდა, ამ დროს მაკა ჩიხლაძეს უკნიდან ასევე ნიღბიანი პირი მიუახლოვდა და ძირს დააგდო, ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორს.