შსს-ში აცხადებენ, რომ თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
შსს-ში აცხადებენ, რომ თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე ერთი ოჯახის სამი წევრი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, „პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს სუიციდთან“.