შსს-ში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს უწყების თანამშრომლები პარტიული მითითებით, წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან
შსს-ში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს უწყების თანამშრომლები პარტიული მითითებით, წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, არის „ფეიკ ნიუსი“ და არ შეესაბამება სიმართლეს.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

„ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, არის „ფეიკ ნიუსი“ და არ შეესაბამება სიმართლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.