შსს-ში აცხადებენ, რომ გურამ ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზეა დაკავებული 

12:42, 01.10.2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზეა დაკავებული.

როგორც შსს-ში განაცხადეს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გურამ ჩალაგაშვილმა სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს.

მსგავსი