შსს-ში აცხადებენ, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია
შსს-ში აცხადებენ, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. თვითმხილველების ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ორი ადამიანი.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები.