შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცველები პარლამენტში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებიან
შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცველები პარლამენტში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებიან

პარლამენტის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველები მობილიზებული არიან თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა.

უფრო კონკრეტულად სამოქმედო გეგმის შესახებ ოპოზიცია დღევანდელ აქციაზე ისაუბრებს.

აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.