შსს-ში აცხადებენ, რომ გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია ადმინისტრაციული წესით, პოლიციისადმი დამორჩილებლობისთვის არის დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია დაკავებულია.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, სორდია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს.
საბა სორდიას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოცემა „ინდიგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილის სოციალურ ქსელში გაავრცელა. ძველიშვილი წერს, რომ სორდია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.