ბაჩო ახალაია შსს-ში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით არის დაბარებული
ბაჩო ახალაია შსს-ში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით არის დაბარებული

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით არის დაბარებული.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 13:00 საათისთვის არის დაბარებული.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია 1980 წელს დაბადებული ბაჩანა ახალაია“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ტელეკომპანია „იმედმა“ პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას სავარაუდო სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.