შსს - საქართველო-სომხეთის საზღვარზე საბაჟო-გამშვები პუნქტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს
შსს - საქართველო-სომხეთის საზღვარზე საბაჟო-გამშვები პუნქტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტები ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები „სადახლოს“ გამშვები პუნქტის მიმართულებითაც შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.

სომხური მედია იუწყებოდა, რომ სომხეთში დემონსტრანტებმა ვანაძორი-ბაგრატაშენის დამაკავშირებელი გზატკეცილი გადაკეტეს. მათი ცნობით, მომიტინგეები დასახლება დსეხში იმყოფებიან და ამ ფორმით უერთდებიან ერევანში მიმდინარე აქციებს.