შსს საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლებისთვის ახალი ქურთუკების შესაძენად ტენდერს აცხადებს
შსს საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლებისთვის ახალი ქურთუკების შესაძენად ტენდერს აცხადებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლებისთვის მიმდინარე წელს ახალ ქურთუკებს შეიძენს, რისთვისაც უწყებას 596 450 ლარი აქვს გამოყოფილი. სატენდერო წინადადებების მიღება შესყიდვების ეროვნული სააგენტოს გვერდზე 2021 წლის 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება.

შსს-ს მიერ წარდგენილ სატენდერო დოკუმენტაციაში საუბარია შემდეგი კატეგორიის სამოსზე: ექსპერტ-კრიმინალისტების ქურთუკი მათბუნებლით, უბნის ინსპექტორის თბილი ქურთუკი, უბნის ინსპექტორის ზამთრის ქუდი, დეტექტივ-გამომძიებლის ქურთუკი.

პრეტენდენტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ელექტრონულ ტენდერში, ვალდებულია, რამდენიმე მოთხოვნა შეასრულოს.

„საგარანტიო პერიოდში მოწოდებულ საქონელზე გამოყენებული მეტალის მასალა და დამხმარე აქსესუარები არ უნდა დაიჟანგოს, ჩამკეტი მოწყობილობა, ფიქსატორები ძალის ზემოქმედების შედეგად არ უნდა დაიმსხვრეს და დაზიანდეს. უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს. რეცხვის დროს მოწოდებული საქონელი უნდა ინარჩუნებდეს ზომას და ფორმას. ყველგან გამოყენებული გვირისტი შესრულებულია სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ წყდება, გვირისტის შესრულება სწორი და პროპორციული, გამძლე. შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს იარლიყი, სადაც დაფიქსირდება გამოყენებული ქსოვილის შემადგენლობა და მოხმარების წესები. ასევე უნდა ჰქონდეს ზომის აღმნიშვნელი. უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ სატენდერო დოკუმენტაციაში.