შსს - სამეგრელოს პოლიციამ 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა
შსს - სამეგრელოს პოლიციამ 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  2021 წლიდან ძებნილი, 1984 წელს დაბადებული ბ.ს. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბ.ს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

მსჯავრდებული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.