შსს - საკარანტინო ზონას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებით შსს-ს შესაბამისი სამსახურები სრულად აკონტროლებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

შსს-ს ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით მოეწყო ტრიაჟის კარავი, სადაც საჭიროების შემთხვევაში პაციენტების მდგომარეობის შეფასდება, ასევე გამართულია ბოქსირებული და სტანდარტული პროცედურების შესაბამისი კარვები.

ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, რომლებსაც საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან ექნებათ შეხება.

საველე ჰოსპიტალის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

„საკარანტინო ზონას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებით სრულად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი