საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი თბილისსა და რეგიონებში ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვა

10:37, 16.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი თბილისსა და რეგიონებში ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვა.

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ბაზაზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა დრონის მართვის გადამზადების კურსი გაიარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

„ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ შემთხვევის ადგილზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება საშუალებას იძლევა, გამოძიებას მტკიცებულებათა მაღალი ხარისხის ვიზუალი მიაწოდოს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი