შსს-ს წინ აქცია-პერფორმანსი „მესროლე“ გაიმართა [ფოტო]
შსს-ს წინ აქცია-პერფორმანსი „მესროლე“ გაიმართა [ფოტო]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ აქცია-პერფორმანსი „მესროლე“ გაიმართა.

აქციის მონაწილეებს სპეციალური ფორმები აცვიათ, რაზეც სამიზნეებია გამოსახული.

„პროტესტის 28-ე დღეა და მოვედით შენობასთან, სადაც უნდა იჯდეს წესით გიორგი გახარია, მაგრამ ვხედავთ რომ მას ეშინია არათუ საჯარო ადგილებში გამოჩენის, არამედ პოლიციის კორდონით გადაადგილებისაც. ამ პერფორმანსის მიზანია, ვაჩვენოთ გახარიას, რომ ზუსტად ისეთივე სამიზნეები ვართ ჩვენც, როგორც იყვნენ 20 ივნისს გიორგი და მაკო. იგივე წარმატებით შეუძლია, გასცეს ბრძანება და მისი ქვეშევრდომები ძალიან უპრობლემოდ დაიწყებენ ჩვენს თვალებზე და ჯანმრთელობაზე ნადირობას. ბატონო მინისტრო, ჩვენ აქ ვართ და ბევრი მანძილის გავლა არ მოგიწევთ, შეგიძლიათ, მარტივად თვალში გვესროლოთ სამიზნეებიც მოგიტანეთ. თქვენ ამის მეტი არაფერი შეგიძლიათ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.