შსს-ს თანამშრომლებმა საერთაშორისო ტურნირში ცხრა ოქროს მედალი მოიპოვეს
შსს-ს თანამშრომლებმა საერთაშორისო ტურნირში ცხრა ოქროს მედალი მოიპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ „მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე“ ცხრა ოქროს მედალი მოიპოვეს. წელს, საერთაშორისო ტურნირი 8-18 აგვისტოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ჩენგდუში გაიმართა. მასში მონაწილეობა 80 ქვეყნის პოლიციელმა და მეხანძრემ მიიღო.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სხვადსხვა სპორტის სახეობებში შვიდი წარმომადგენელი ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანმა პირველობას მიაღწია, მათ შორის ორი კი ორგზის ოქროს მედალოსანი გახდა. გამარჯვებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე, თანამშრომლები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები – გიორგი ჩიქოვანი, ილია ჯადუგიშვლი, მიხეილ ზარქუა, ვასილ მინდორაშვილი, თენგიზ ედილაშვილი, ბელდუხი გავაშელიშვილი და ადამურ არქანიანი. საერთაშორისო ტურნირმა სტარტი 1985 წელს კალიფორნიაში, სან ხოსეში აიღო და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.