შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ჭაბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ჭაბაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი სოფიო იმერლიშვილი.
შეხვედრის ფარგლებში ზურაბ ჭაბაშვილმა დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებსა და დანაყოფის მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა. მხარეებმა ასევე განიხილეს არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერმა მადლობა გადაუხადა დანაყოფის ხელმძღვანელს ნაყოფიერი შეხვედრისთვის და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზაობა გამოთქვა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.