შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

13:31, 25.10.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა 112-ის შიდა და გარე პერიმეტრი, ოპერატორთა ცენტრალური დარბაზი, შეხვედრებისა და ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები.

რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად ტარდება“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი