შსს-ს მონაცემებით, 2026 წლის პირველი ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტია გამოვლენილი

14:24, 01.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის პირველი ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე.

მათივე ინფორმაციით, საერთო სასამართლოებში წარდგენილი 150 საქმიდან სასამართლოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია 33 საქმეზე.

შსს-ში აცხადებენ, რომ აქედან 31 შემთხვევაში სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო ორ შემთხვევაში – სიტყვიერი შენიშვნა.

მსგავსი