მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა

11:29, 24.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების ახალი სერვისის პრეზენტაცია გაიმართა.

მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის – SERVICE AGENCY ან ვებგვერდის – Sa.gov.ge საშუალებით ფიზიკურ პირს შეუძლია, დისტანციურად მოახდინოს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისება. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა გაიაროს ავტორიზაცია აპლიკაციაში ან ვებგვერდზე და მიყვეს ინსტრუქციას.

სერვისის პრეზიენტაციას სეწრებოდნენ მომსახურების სააგენტოს დირექტორი შალვა კბილაშვილი, დირექტორის მოადგილეები, რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტისა და სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სიტყვით გამოსვლისას შალვა კბილაშვილმა აღნიშნა, რომ სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მომსახურების პროცესების უწყვეტი განვითარება და მოქალაქეებისთვის თანამედროვე, სწრაფი და კომფორტული სერვისების უზრუნველყოფა წარმოადგენს. პრეზენტაციის ფარგლებში სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნინო ეფხოშვილმა დამსწრე საზოგადოებას ახალი ელექტრონული სერვისის ფუნქციონირების პრინციპი, პროცედურები და ტექნიკური შესაძლებლობები გააცნო. მოქალაქეებს სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის – SERVICE AGENCY, ასევე ვებგვერდის – Sa.gov.ge საშუალებით“, – ნათქვამია მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი