შსს-ს მომსახურების სააგენტო – 14 ივლისიდან თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე ჩატარდება

22:23, 13.07.2026

14 ივლისიდან თელავში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, – ამის შესახებ შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 14 ივლისიდან ქალაქ თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდება.

გამოცდაზე რეგისტრირებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად გაიარონ“, – ნათქვამია შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი