შსს-ს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
შსს-ს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

კახეთის სამხარეო პოლიციას დღეიდან ზურაბ ბერიკაშვილი უხელმძღვანელებს, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე შოთა ჭანუყვაძე შეცვლა.

ბერიკაშვილი 2017 დეკემბრიდან დღემდე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, ხოლო 2016 წელს კონტრერორისტული ცენტრის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ შოთა ჭანუყვაძე მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს.