შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სამინისტრო დაიცავს თითოეულ პოლიციელს, ვის მიმართაც უფლებები დაირღვევა
შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სამინისტრო დაიცავს თითოეულ პოლიციელს, ვის მიმართაც უფლებები დაირღვევა

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს თითოეული პოლიციელის უფლებას, ვის მიმართაც უფლებები დაირღვევა, – ამის შესახებ შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, მარიამ კერესელიძემ განაცხადა.

როგორც მარიამ კერესელიძემ აღნიშნა, ტელეკომპანია „პირველმა“ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და ამისთვის სამინისტრო მორალური ზიანის კომპენსაციას ითხოვს.

მისივე თქმით, სარჩელი გამყარებულია მტკიცებულებებით, რაც ადასტურებს, რომ ფოთის პატრულ-ინსპექტორს ნარკოტიკულ საშუალებებთან შეხება არ ჰქონდა.

„გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ მის მიმართ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება მოხდა, რაც მიზნად ისახავდა მის და სამინსიტროს დისკრედიტაციას. შსს თითოეული პოლიციელის დაცვას განახორციელებს, ვის მიმართაც დაირღვევა უფლებები. სარჩელი მტკიცებულებებით არის გამყარებულია. რაც შეეხება დამატებით განმარტებებს, ჩვენ ამას განვახორციელებთ მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში“, – განაცხადა მარიამ კერესელიძემ.

დატოვე კომენტარი