შსს-ს ინფორმაციით, ზვიად რატიანი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს
პოეტი ზვიად რატიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული. ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლი პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, რატიანის დაკავება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მოხდა.