შსს-ს ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული
შსს-ს ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

როგორც შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ტვ პირველმა“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს.