შსს-ს ინფორმაციით, შეკვეთილში ხმაურის შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, ინციდენტში მონაწილე პირთა გამოკითხვა მიმდინარეობს
შეკვეთილში მიმდინარე აქციის მონაწილე ხუთი პირი ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება,- ამის შესახებ ინფორმაციას აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ადამია ავრცელებს.
ლაშა ადამიას ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ხმაურის გამო დაიბარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე წლის 19-21-22 ივლისს შეკვეთილში ზღვის სანაპირო ზოლზე არსებული ხმაურის შესახებ შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირთა გამოკითხვა.
შეკვეთილში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია დაახლოებით ერთი თვეა, რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომისას მოითხოვენ.