შსს-ს ინფორმაციით, კრწანისის ქუჩაზე ავარიის შედეგად რვა ადამიანია დაშავებული
შსს-ს ინფორმაციით, კრწანისის ქუჩაზე ავარიის შედეგად რვა ადამიანია დაშავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა რვა ადამიანი, ერთი კი, გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაშავებულები კლინიკა „ნიუს ჰოსპიტალსში“ არიან გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.