შსს-ს ინფორმაციით, გენერალ სოსო ქუთათელაძეს ცეცლსასროლი იარაღით ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული
შსს-ს ინფორმაციით, გენერალ სოსო ქუთათელაძეს ცეცლსასროლი იარაღით ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე და ასევე გარდაცვლილის, სოსო ქუთათელაძის სამუშაო ოთახში სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ იყო, თუმცა შსს-ს უკვე ამოღებული აქვს ბაზრობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერები, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა განაცხადა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ინტენსიურად მიმინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომ დადგინდეს დანაშაულის ჩამდენი პირი.

„გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით სხეულზე ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე და ასევე გარდაცვლილის სამუშაო ოთახში სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ იყო, თუმცა ჩვენ უკვე ამოღებული გვაქვს ბაზრობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ინტენსიურად მიმინარეობს საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ დავადგინოთ დანაშაულის ჩამდენი პირი. ამ ფაქტზეც გამოძიება მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით. ჯერჯერობით ამ ეტაპზე სულ ეს არის, რაც გამოკვეთილია. როგორც კი გვეცოდინება დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო (სამსონ) ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული გუშინ იპოვეს.