შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული
შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროში ალექსი პეტრიაშვილის დაკავებას ადასტურებენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის ძირითადად ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებიან. აქცია თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, შემდეგ კი დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, აქციის მონაწილეები ჯებირებისა და პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის წინ დამონტაჟებულ სცენასთან მისვლას ცდილობდნენ.