შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელის ოთხი თვის მონაცემებით, სიძულვილის მოტივი 50-ზე მეტ საქმეში გამოიკვეთა
შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელის ოთხი თვის მონაცემებით, სიძულვილის მოტივი 50-ზე მეტ საქმეში გამოიკვეთა

2018 წელის ოთხი თვის მონაცემებით, სიძულვილის მოტივი 50-ზე მეტ საქმეში გამოიკვეთა, რაც 2017 წელს გამოვლენილ დანაშაულებს აჭარბებს. ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაერო-ს ადამიანთა უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2018 წელს სიძულვილით მოტივის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამო შსს-მ 53 პირი დააკავა. კერძოდ, სქესისა და გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 39 პირი დააკავეს, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 10 პირი, ეროვნული და ეთნიკური ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით კი 4-პირი.

შეხვედრაზე განმარტეს, რომ დაკავებულთა უმრავლესობას ბრალი ედებოდა ძალადობის ჩადენაში.

შეხვედრაზე ითქვა, რომ მონაცემების გაზრდა აღნიშნულ დანაშაულზე გამომძიებელთა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების გაზრდასთანაც არის დაკავშირებული.