შსს-ს ინფორმაციით, 1000-მდე პატრულ-ინსპექტორი ახალ წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეხვდა
შსს-ს ინფორმაციით, 1000-მდე პატრულ-ინსპექტორი ახალ წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, მოადგილეებთან და საპატრულო პოლიციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სახაზო ასეულის იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც ახალი წლის ღამეს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ვაჟა სირაძემ პატრულ-ინსპექტორებს შობა-ახალი წელი მიულოცა, 2019 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მათზე დაკისრებული მოვალეობების ღირსეულად შესრულება უსურვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე პატრულ-ინსპექტორი ახალ, 2020 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეხვდა.

„ისინი მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში პატრულირებდნენ, იცავდნენ მართლწესრიგს და უზრუნველყოფდნენ სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილებას“, – აცხადებენ შსს-ში.